ფსიქოლოგი


ჩვენი ბაღის პროგრამა თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის სწავლისა და განვითარების სტანდარტის მიხედვითაა შედგენილი, რაც მოიაზრებს თითოეულ ასაკში ბავშვისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში ხელშეწყობას.

ბაღის ფსიქოლოგს, მჭიდრო კონტაქტი აქვს როგორც ბავშვებთან, ასევე მასწავლებლებთან და მშობლებთან. ის რეკომენდაციებს ვაძლევ მასწავლებლებს, მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა აგრესიის მართვა ბავშვებში, სოციალური უნარების გაუმჯობესება, მსხვილი, ნატიფი და სენსო-მოტორული განვითარება.

ბავშვობა ადამიანის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამიტომაც ჩვენი მიზანია აღსაზრდელების მაქსიმალურად ლაღ და მხიარულ გარემოში აღზრდა რისთვისაც სწავლება ჯგუფში ხდება თამაშით. თამაშით სწავლა ბავშვისთვის ღრმა მნიშვნელობის მქონე პროცესია, რაც ეხმარება თავიანთ გარშემო არსებული სამყაროს გაცნობაში, და უზრუნველყოფს მათ შემეცნებით, სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. ამ საკითხს ფსიქოლოგები და მეცნიერები საუკუნეზე მეტია სწავლობენ. პიაჟე იყო პირველი ფსიქოლოგი, რომელმაც სიღრმისეულად შეისწავლა ბავშვის კოგნიტური განვითარება. მან თამაში ბავშვის ინტელექტის განვითარებაში ძირითად ელემენტად განიხილა. ვიგოცკის თქმით კი „თამაშის დროს ბავშვი თავის რეალურ ასაკზე უფროსია, მის ყოველდღიური ქცევაზე მეტი. თამაშის დროს ბავშვი თითქოს თავის თავზე ერთი თავით მაღალა დგას.

“თამაშის მეშვეობით დამატებით ვეხმარები სხვადასხვა უნარის განვითარებაში, ვიყენებ არტ თერაპიულ მეთოდებს, პროექციული ტესტებით ვიღებ ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას. ასევე ვესწრები სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებს, ვაკვირდები მათ ქცევას ჯგუფში, ვარკვევ რა არის ჯგუფის ძლიერი თუ სუსტი მხარე და შემდგომ მასწავლებელთან ერთად ვმუშაობ ამ თემაზე“- თეონა დემეტრაშვილი, იუჯი ბაღის ფსიქოლოგი.