წინასასწკოლო პროგრამა
UG ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფებში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ აღსაზრდელმა მიიღოს სკოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. როგორც იცით,პირველ კლასში ბავშვებისთვის ჩნდება ახალი წესები. სწორედ ამისთვის ჩვენ მათ ვეხმარებით გაუადვილდეთ სასწავლო პროცესში ჩართვა; გაატარონ უფრო მეტი დრო მერხთან ვიდრე სურვილი აქვთ, ისწავლონ დროისა და სივრცის შეგრძნება, ყურადღებით უსმინონ მასწავლებელს,ისწავლონ რიგითობის დაცვა კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, გაიგონ და შეასრულონ მასწავლებლის ინსტრუქციები. ჩვენ ბაღში მეცადინეობები არ გავს ტიპურ გაკვეთილებს- ბავშვები სწავლობენ თამაშით. საგანთა კლასიფიკაციით ბავშვებს ვუნვითარებთ მწყობრ მეტყველებას და სწორ გრამატიკულ ფორმირებას. ვიყენებთ ზღაპრის თერაპიას, თხრობას, ლექსების შესწავლას, ანდაზებს, გამოცანებს, სიუჟეტური სურათების აღწერას. ჩვენი სასკოლო მზაობის აღსაზრდელებს შეუძლიათ ასოების ერთი მეორისაგან განმასხვავებელი ნიშნების აღქმა.ერკვევიან ისეთი მარტივი მათემატიკური ცნებების შინაარსში, როგორიცაა: რაოდენობა, მეტობა, ნაკლებობა, ტოლობა. ახერხებენ მარტივი გრაფიკული გამოსახულებების კოპირებას. ვატარებთ შემეცნებით თამაშებს, რაც ეხმარება მათ შეიცნონ სამყარო თავისი საოცრებებით.