ქართულენოვანი პროგრამა
ქართულენოვანი სასწავლო პროგრამები შერჩეულია ბავშვების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, ბაღში ფუნქციონირებს შემეცნებით/განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით. სამუშაო ოთახები უზრუნველყოფილია ბიბლიოთეკითა და განმავითარებელი რესურსით.
პატარები თამაშით შეიმეცნებენ სამყაროს - უტარდებათ სიმღერისა და ცეკვის, კულინარიის გაკვეთილები, სპეციალურად შემუშავებული თამაშებით უვითარდებათ წერა-კითხვის, მეტყველების, უცხო ენის, მოსმენისა და მათემატიკურ-სივრცითი აზროვნების უნარები;
საბავშვო ბაღში პერიოდულად იმართება: შეხვედრები საბავშვო მწერლებთან, საგანმანათლებლო გასვლითი ტურები მუზეუმში, თეატრში,ზოოპარკში და სხვა;