კემბრიჯის პროგრამა
ჩვენ ვართ პირველი საბავშვო ბაღი საქართველოში,რომელიც ახორციელებს სწავლების ბრიტანულ პროგრამას. იუჯი ბაღი კემბრიჯის (Cambridge International) რეგისტრირებული ცენტრია, რაც უფლებას გვაძლევს გამოვიყენოთ მათი პროგრამები ბავშვთა განათლება-აღზრდის პროცესში.
ბრიტანული წინასასკოლო პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია იმ უნარების განვითარებაზე რაც ასე მნიშვნელოვანია სკოლის დაწყებით ეტაპზე.
პროგრამა კომპლექსურად მოიცავ ბავშვის განვითარების ფიზიკურ, ემოციურ, გონებრივ, შემოქმედებით, აზროვნებით და პიროვნულ განვითარებას.
კემბრიჯის პროგრამა 3 წლის ასაკიდან იწყება,პატარებთან მუშაობს ე.წ native speaker-ები, რაც საშუალებას იძლევა, რომ ბავშვებმა ინგლისური ენის კომპეტენცია მშობლიური ენის დონემდე აიყვანოს. ეს არის დამატებითი რესურსი,რომ ბავშვს განუვითარდეს უნარ-ჩვევები რომელიც მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა იქნება.