1 November 2019
მაღალი სტანდარტი და ესთეტიკური კრიტერიუმები

წელს, ზაფხულში, საქართველოს უნივერსიტეტის  UG Kids / UG ბაღი სივრცე და ინტერიერი სრულიად განახლდა. საოცრად მოკლე დროში ბაღის მესვეურთა დაუღალავი შრომის შედეგად,  თითქოს სპონტანურად, თითქმის თამაშით მოგონილი თემატური სცენარით ინტერიერის შინაარსობლივად შთამბეჭდავი ექსპოზიცია შეიქმნა, რომელიც შემინულ სიბრტყეებს მიღმა სრულიად იხსნება ულამაზეს შიდა ეზოში. სივრცის მთლიანობა ცალკეული მოდულური ელემენტებითაა გაჯერებული და მის ღია თუ დახურულ მონაკვეთებში თავისუფლად რაფინირებულ თითოეულ ნივთს მთელი სისავსით აღიქვამ. ბაღის პატარა ბინადართათვის ყოველი დეტალი პიროვნულად იპყრობს ყურადღებას, იმიტომ, რომ აქ უსახურ აქსესუარს ადგილი არა აქვს. ნიუანსები ინდივიდუალურია, თავისებურად ეფექტურია და დეკორის ფერი, ფორმა, ფაქტურა საგნებს უტილიტარულ მნიშვნელობაზე უფრო ამაღლებულ, განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს...

მოცემული სივრცის ფორმულა ძალიან უბრალო იქნებოდა (რადგან მისი შემადგენელი, გარკვევით ახსნადი და გასაგებია), მასში რომ არ აღმოჩენილიყო ამ სილამაზის სულისჩამდგმელთა ტალანტისა და გემოვნების რაოდენობის განმსაზღვრელი უცნობი. უცნობი კი, როგორც ვიცით ცვალებადი სიდიდეა, ამიტომ შედეგი, თითოეულ მოცემულ შემთხვევაში წინასწარ განუსაზღვრელია და არა მარტო...

აქ საოცარი წონასწორობაა სიმშვიდესა და მოძრაობას, ბუნებრივ დახვეწილ ფორმებსა და შექმნილ სილუეტებს შორის და მას საფუძვლად ესთეტიკური კრიტერიუმები უდევს.

მეტად, საამაყოა ის ფაქტი, რომ  UG Kids / UG ბაღი ინტერიერის დეკორის განახლებაში შემოქმედებითად იყვნენ ჩართული საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის არქიტექტურისა და ინტერიერის დეპარტამენტის სტუდენტები: მედეა სვანიძე, ნინო აბაშიძე, გიორგი ხარშილაძე. 

UG Kids /UG ბაღის ცალკეული ინტერიერული მონაკვეთის დეკორის მოსაპირკეთებლად (ფილები, შპალერი და სხვ.) გამოყენებულია სარემონტო მასალების სავაჭრო ცენტრის - New Design-ის პროდუქცია.

UG Kids / UG ბაღი 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ ქალაქის სკოლამდელ დაწესებულებათა ვრცელ სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. ბაღი ორიენტირებულია   საქართველოში სკოლამდელი განათლების  მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე,  ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.

UG Kids /UG ბაღი პირველი საბავშვო ბაღია საქართველოში, რომელიც  სწავლების ბრიტანულ პროგრამას ახორციელებს. UG Kids / UG ბაღი კემბრიჯის (Cambridge International) რეგისტრირებული ცენტრია, რაც უფლებას აძლევს გამოიყენოს  მათი პროგრამები ბავშვთა განათლება-აღზრდის პროცესში. კემბრიჯის პროგრამა 3 წლის ასაკიდან იწყება,პატარებთან მუშაობს . native speaker-ები, რაც იძლევა საშუალებას, რომ ბავშვებმა ინგლისური ენის კომპეტენცია მშობლიური ენის დონემდე აიყვანოს. ეს არის დამატებითი რესურსი, რომ ბავშვს განუვითარდეს უნარ-ჩვევები რომელიც მომდევნო საფეხურზე სწავლის  გაგრძელების წინაპირობა იქნება.

ინტერიერი მოწყობილია პატარების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმების მაქსიმალური დაცვით. UG Kids/UG ბაღი საქართელოში ერთადერთია რომელიც  აღჭურვილია შვედური წარმოების Camfil-ის ჰაერის გამწმენდი მოწყობილობით, ბიო ფილტრებით, რომელიც უზრუნველყოფს გარედან შემოსული ჰაერის გასუფთავებას.

საბავშვო ბაღში პატარებს ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის შესაფერისი თბილი და კეთილგანწყობილი გარემო ხვდებათ, ბაღში ფუნქციონირებს შემეცნებით/განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით.უტარდებათ სიმღერისა და ცეკვის, ხატვის, ძერწვის,კულინარიის გაკვეთილები, სპეციალურად შემუშავებული თამაშებით უვითარდებათ წერა-კითხვის, მეტყველების, უცხო ენის, მოსმენისა და მათემატიკურ-სივრცითი აზროვნების უნარები.

UG Kids/UG ბაღისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სწორედ ამიტომ  მისი  ყველა აღსაზრდელი  მხოლოდ ნატურალური მასალისგან დამზადებული სათამაშოებით თამაშობ, კედლები   ანტიალერგიული, სპეციალურად საბავშვო ოთახისთვის განკუთვნილი საღებავებითაა შეღებილი; ბავშვები ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით იკვებებიან. მენიუში, რომელიც ექიმ-დიეტოლოგის რეკომენდაციებით მზადდება, დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიებისა რაოდენობა; ჩვენ აღსაზრდელებს წელიწადში ორჯერ უტარდება ორთოპედიული გამოკვლევა.

UG Kids /UG ბაღიმუდმივი ფიქრის საგანი პატარებისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა და  ფუნდამენტური უნარ-ჩვევებისა და  ღირებულებების სწორ ფორმირებაა.