
1 November 2019
პაატა ამონაშვილის საჯარო ლექცია UG ბაღში
პაატა ამონაშვილის საჯარო ლექცია UG ბაღში
28 იანვარს, იუჯი ბაღში გაიმართა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის -პაატა ამონაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „როგორ აღვზარდოთ ბავშვი“.☑️
ბატონი პაატა არის ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი,მწერალი და მსოფლიოში 100-ობით სკოლის პროგრამების შემქმნელი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი ბაღის აღმზრდელები, მშობლები და ადმინისტრაცია. ლექციის შემდეგ საუბარი დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. ბატონმა პაატამ დამსწრე აუდიტორიას ღია კონსულტაციები გაუწია რთულ და პრობლემურ სიტუაციებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში UG ბაღის მასწავლებლები გაივლიან სპეციალურ ტრენინგ-კურსს ბატონი შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრში.