ისტორია
UG Kids / UG ბაღი 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ ქალაქის სკოლამდელ დაწესებულებათა ვრცელ სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. ბაღი ორიენტირებულია საქართველოში სკოლამდელი განათლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.
ინტერიერი მოწყობილია პატარების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმების მაქსიმალური დაცვით. UG Kids/UG ბაღი საქართელოში ერთადერთია რომელიც აღჭურვილია შვედური წარმოების Camfil-ის ჰაერის გამწმენდი მოწყობილობით, ბიო ფილტრებით, რომელიც უზრუნველყოფს გარედან შემოსული ჰაერის გასუფთავებას.
საბავშვო ბაღში პატარებს ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის შესაფერისი თბილი და კეთილგანწყობილი გარემო ხვდებათ, ბაღში ფუნქციონირებს შემეცნებით/განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით.უტარდებათ სიმღერისა და ცეკვის, ხატვის, ძერწვის,კულინარიის გაკვეთილები, სპეციალურად შემუშავებული თამაშებით უვითარდებათ წერა-კითხვის, მეტყველების, უცხო ენის, მოსმენისა და მათემატიკურ-სივრცითი აზროვნების უნარები.