ჩვენ შესახებ


საბავშვო ბაღში პატარებს ფიზიკური,ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის შესაფერისი თბილი და კეთილგანწყობილი გარემო დახვდებათ;

სასწავლო პროგრამები შერჩეულია ბავშვების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;

ინგლისურ ენაზე ხორციელდება, კემბრიჯის სკოლამდელი განვითარების პროგრამა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ბავშვებმა ინგლისური ენის კომპეტენცია მშობლიური ენის დონემდე აიყვანოს.

ინტერიერი მოწყობილია პატარების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმების მაქსიმალური დაცვით;

სამუშაო ოთახები უზრუნველყოფილია ბიბლიოთეკითა და განმავითარებელი რესურსით.

საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს შემეცნებით/განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით.

პატარები თამაშით შეიმეცნებენ სამყაროს - უტარდებათ სიმღერისა და ცეკვის, კულინარიის გაკვეთილები, სპეციალურად შემუშავებული თამაშებით უვითარდებათ წერა-კითხვის, მეტყველების, უცხო ენის, მოსმენისა და მათემატიკურ-სივრცითი აზროვნების უნარები;

საბავშვო ბაღში პერიოდულად იმართება: შეხვედრები საბავშვო მწერლებთან, საგანმანათლებლო გასვლითი ტურები მუზეუმში, თეატრში,ზოოპარკში და სხვა;

სასწავლო წლის ბოლოს პატარები ღია გაკვეთილსა და ზეიმზე ეპატიჟებიან მშობლებს;

წინა სასკოლო ჯგუფის აღსაზრდელებს გადაეცემათ დამამთავრებელი სერტიფიკატი;

ბავშვები ხატვასა და ძერწვას ეუფლებიან ნატურალური საღებავებისა და თიხის გამოყენებით;

ყოველ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობენ კვალიფიციური პედაგოგები;

ბავშვები ნატურალური და ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით იკვებებიან. დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება;

მენიუში, რომელიც ექიმ-დიეტოლოგის რეკომენდაციებით მზადდება, დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიებისა რაოდენობა;

აღსაზრდელები წყნარი საათის დროს ორთოპედიულ ლეიბებზე იძინებენ , რაც ხელს უწყობს მათი ხერხემლის სწორ განვითარებას;

დასასვენებელ-სასეირნო ზონაში დაგებულია სპეციალური რბილი საფარი და განთავსებულია გასართობი მოედანი;

წელიწადში ორჯერ ბაღის ყველა აღსაზრდელს უტარდება ორთოპედიული გამოკვლევა;

საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს სხვადსახვა წრეები, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ბავშვის ინტერესისა და სურვილისამებრ.