
ძვირფასო მშობლებო, მოგესალმებით!

მადლობას გიხდით ჩვენი ბაღის დაინტერესების გამო.
UG Kids / UG ბაღი 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ ქალაქის სკოლამდელ დაწესებულებათა ვრცელ სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. ბაღი ორიენტირებულია საქართველოში სკოლამდელი განათლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.
UG Kids / UG ბაღი კემბრიჯის (Cambridge International) რეგისტრირებული ცენტრია, რაც უფლებას აძლევს გამოიყენოს მათი პროგრამები ბავშვთა განათლება-აღზრდის პროცესში. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა და ამავდოულად საამაყოა.
ვფიქრობ რომ გამოვირჩევით ბავშვთა ჰარმონიულ ფიზიკურ თუ ფსიკიკურ განვითარებაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციურად შემუშავებული სამედიცინო და ფსიქოლოგიური პროგრამებით. გარდა ამისა, სისტემატიურად ტარდება ფსიქოლოგიური მუშაობა აღსაზრდელების გონებრივი განვითარებისა და ლოგიკური აზროვნების სრულყოფისათვის.
ჩვენი დღევანდელი წარმატება იმ მრავალრიცხოვანი, თავის პროფესიაში შეყვარებული პედაგოგების, პროფესიონალი თანამშრომლების ერთგული მშობლებისა და ნიჭიერი მოსწავლეების თანამშრომლობის შედეგია, რომლებიც ამ 8 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ, მუშაობდნენ, ან სწავლობდნენ UG ბაღში.თითოეულმა მათგანმა თავის პოზიტიური კვალი დაამჩნია ჩვენს ბაღს!
საკუთარი პატარებისთვის საბავშვო ბაღის არჩევა თქვენს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებათა შორის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ეს გვესმის და გარწმუნებთ, რომ თქვენი შვილი ჩვენთან თავისი პოტენციალის მაქსიმუმს გამოავლენს და შეიძლება უფრო მეტსაც. გაიზარდე და აღმოაიჩინე UG ბაღთან ერთად !
ელლა მაზმანოვა
– UG ბაღის ადმინისტრაციის უფროსი
ჩვენი პროგრამები
კემბრიჯის პროგრამა
ჩვენ ვართ პირველი საბავშვო ბაღი საქართველოში,რომელიც ახორციელებს სწავლების ბრიტანულ პროგრამას. იუჯი ბაღი კემბრიჯის (Cambridge International) რეგისტრირებული ცენტრია, რაც უფლებას გვაძლევს გამოვიყენოთ მათი პროგრამები ბავშვთა განათლება-აღზრდის პროცესში.
ქართულენოვანი პროგრამა
ქართულენოვანი სასწავლო პროგრამები შერჩეულია ბავშვების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, ბაღში ფუნქციონირებს შემეცნებით/განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით.
წინასასწკოლო პროგრამა
UG ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფებში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ აღსაზრდელმა მიიღოს სკოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. როგორც იცით,პირველ კლასში ბავშვებისთვის ჩნდება ახალი წესები.
მშობლების აზრები
My girl adores going to this kindergarten, thanks to everybody"
- მშობელი
November 2018
"ძალიან კმაყოფილი ვარ,სასწაული მოახდინეთ,ჩემს შვილს ისე შეაყვარეთ ბაღი გაცდენაზე ტირის :)) მაია და ქეთა მასწავლებლებო,ძალიან დიდი მადლობა,გვიყვარხათ."
- მშობელი
September 2018
"ყველაზე სანდო, თბილი და ზომიერი ყველა საკითხში ძალიან გამიმართლა რომ გიპოვეთ."
- მშობელი
September 2018